როგორ ანიჭებს გუგლი პოზიციებს და როგორ აჩვენებს შედეგებს?

28 მაისი 2024
28 მაისი 2024
იცოდი, რომ გუგლის განვითარების საწყის ეტაპზე საძიებო სისტემას BackRub (ქართულად - ზურგის მასაჟი) ერქვა? ამ იუმორნარევი სახელწოდების ავტორები და გუგლის საძიებო სისტემის სულისჩამდგმელები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი არიან. სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სახელის შთაგონება “back link”-ებიდან მიიღეს. ამ უკანასკნელის დამუშავება იყო მაშინდელი საძიებო სისტემის ალგორითმის საფუძველი, ფუნქციაც და მახასიათებელიც.
საბედნიეროდ, საძიებო სისტემის სახელი მალევე შეიცვალა და მას “Google” დაერქვა. სხვათა შორის, სახელის გადარქმევის ისტორიაც ძალიან საინტერესოა: წესით, სისტემისთვის Googol უნდა დაერქმიათ, რაც უზარმაზარ მათემატიკურ რიცხვს ეწოდება. ეს რიცხვი საძიებო სისტემაში დაინდექსებული გვერდების რაოდენობაზე მიანიშნებდა. სახელის მოფიქრებისას ორ სტუდენტს შორის ვერბალური კომუნიკაცია წარმატებით ვერ შედგა - ერთ-ერთმა მათგანმა Googol დამარცვლა, როგორც Google. თუმცა, ფაქტი სახეზეა: ამ არაზუსტი შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.
ამ მცირე ისტორიული შესავლით იმის ჩვენება გვინდოდა, რომ, შექმნის დღიდან მოყოლებული, საძიებო სისტემების მექანიზმის მიმართ აღფრთოვანება არ ქრება და გუგლის მუშაობის პრინციპი დღესაც იმდენადვე საინტერესოა, როგორც 1996 წელს, სისტემის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე იყო.
ამ სტატიაში მოგიყვებით SEO-ს ძირეული პროცესის შესახებ და განვიხილავთ, როგორ არჩევს გუგლი სწორედ Googol რაოდენობის გვერდებიდან საუკეთესოს კონტენტის ხარისხისა და მაძიებლის ინტერესების მიხედვით.

როგორც კი საძიებო ველში მომხმარებელი ,,კითხვას” ჩაწერს, საუკეთესო ,,პასუხის” მოსაძებნად სისტემაში კომპლექსური პროცესი იწყება და უკვე crawling-გავლილი და დაინდექსებული გვერდებს შორის ერთგვარი შეჯიბრი იმართება. მოდი, პროცესის შემადგენელი კომპონენტები დაწვრილებით განვიხილოთ:
პირველი ნაბიჯი შეკითხვის გაფილტვრა და გაანალიზებაა. ალგორითმი შეკითხვას ,,უსარგებლო” სიტყვებს გამოაკლებს და დატოვებს მხოლოდ საკვანძოებს. მაგალითისთვის ინგლისურენოვან ბრძანებას შევხედოთ: "a nice photograph of the Moon," სადაც “a”, “of” და “the” გუგლისთვის უმნიშვნელოა. თუმცა, იგივე “of” მნიშვნელობას იძენს შემდეგ სიტყვათაწყობაში: “Statue of Liberty”.
შემდეგში, როცა გუგლისგან რჩევა დაგჭირდება, ნუ ჰკითხავ “how can I check if my website is indexed by Google”; ამის ნაცვლად უბრალოდ საკვანძო სიტყვები გამოიყენე: “check website indexability”. ასე შედეგს უფრო სწრაფად მიიღებ.
გაფილტვრის გარდა, გუგლი ამოიცნობს სიტყვათა კომბინაციებს, გააერთიანებს მათ და ერთ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, ,,თავისუფლების ქანდაკება” ორი სიტყვაა, მაგრამ მნიშვნელობა ერთი აქვს. როცა გუგლს ვეუბნებით, რომ თავისუფლების ქანდაკება გვაჩვენოს, ჩვენ არც ცალკე აღებულ ,,თავისუფლებას” ვეძებთ და არც - ,,ქანდაკებას”, არამედ ,,თავისუფლების ქანდაკების” სურათების დათვალიერება გვინდა.
მეტიც, გუგლის საძიებო სისტემას სინონიმები და ძიების ობიექტთან დაკავშირებული სხვა სიტყვებიც ესმის. მაგალითად, თუ საძიებო ველში ,,მანქანის ყიდვას” ჩაწერ (და არა: ,,როგორ შემიძლია ვიყიდო მანქანა”!), შედეგებში ,,ავტომობილის ყიდვაც” გამოჩნდება.
გაფილტრულ-გაანალიზებულ კითხვას ალგორითმი გუგლის ინდექსს უგზავნის, ინდექსი კი პოტენციურად რელევანტურ შედეგებს აბრუნებს. ოღონდ, ეს მხოლოდ დასაწყისია.
საკვანძო პროცესი შედეგების მიღებისთანავე იწყება. ამ დროს გუგლმა უნდა აარჩიოს, რომელ გვერდს მისცეს უფრო მაღალი რეიტინგი და, შესაბამისად, მაღალი პოზიცია ძიების შედეგების გვერდზე. ამ დროს გუგლი უმეტესად კონტენტის ხარისხის მიხედვით მსჯელობს, მაგრამ სხვა ფაქტორებსაც დიდ ყურადღებას აქცევს:
საბაზისო ინფორმაცია მომხმარებელზე: მომხმარებლის ლოკაცია, ენა, ძიებისას გამოყენებული მოწყობილობის ტიპი და ა.შ. მაგალითად, გუგლმა გერმანიასა და საქართველოში მცხოვრებ ორ სხვადასხვა მომხმარებელს, რომლებსაც მანქანის შეკეთება სურთ, ერთი და იგივე პროფილაქტიკა არ უნდა შესთავაზოს.
გვერდის ხარისხი: ხარისხს განაპირობებს ტექსტური და ვიზუალური კონტენტი, ვებსაიტის ღირებულება გუგლისთვის და სხვა საზომები. მათი შეფასებით, ალგორითმი ადგენს, რამდენად საჭირო, სანდო და უნიკალურ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი კონკრეტული გვერდისგან.
შეკითხვის ტიპი: შეკითხვა, ანუ სიტყვების ერთობლიობა, რომელსაც საძიებო ველში ვწერთ, სხვადასხვა ტიპისაა და შედეგსაც არსობრივად განსხვავებულს აბრუნებს. მაგალითად, ,,ავტომობილის ყიდვა” შემოგთავაზებს ადგილობრივ მაღაზიებს, ,,წითელი ავტომობილი” კი - წითელი ავტომობილის სურათებს.
გუგლის საძიებო მექანიზმი ისეა შედგენილი, რომ მომხმარებელს არა მხოლოდ შინაარსობრივად რელევანტური ინფორმაცია მიაწოდოს, არამედ ეს გააკეთოს შესაბამისი ფორმატითაც. მაგალითად, აარჩიოს რუკას, ტექსტურ მასალას, სურათებსა და სხვა ვარიანტებს შორის.
გუგლის მიზანია, მომხმარებელს საჭირო, გამოსადეგი შედეგი უჩვენოს. ამიტომაც, მთელი ეს პროცესი, რაც ზევით აღვწერეთ, დინამიკური და განგრძობადია. ალგორითმი მუდმივად ატარებს ექსპერიმენტებს, რასაც ხშირად მოულოდნელი მიგნებები მოსდევს ხოლმე.
ჩვენს შემდეგ სტატიაში ტექსტურ შედეგებს განვიხილავთ და გაგიზიარებთ საუკეთესო SEO სააგენტოების მიერ კარგად ნაცად პრაქტიკებს შედეგების სამართავად და გასაუმჯობესებლად.